სიმდიდრე


ალბათ ვერავინ ვერ შემედავება ფულის საჭიროებაში.
ფული როგორც აღება –მიცემობის ანუ სავაჭრო ურთიერთობის განხორციელების მთავარი საშუალებაა, მე მოგიყვებით მისი განვითარების მოკლე ისტორიასა და გეოგრაფიას.
ბარტერიდან ლითონის ფულამდე.
თანდათანობით ადამიანებმა გადახდის საშუალებად რომელიმე საგნის ან ცხოველის გამოყენება დაიწყეს:ზვიგენის კბილების, ნიჟარების, ყავის მარცვლის, ძროხის,ცხვრის, ძვირფასი ქვებისა და სხვ.
ვაჭრობის თავდაპირველი სახე ბარტერი, ანუ გაცვლა–გამოცვლა იყო. ეს ხშირად უხერხულობას ქმნიდა:ჯერ ერთი, რთული იყო საქონლის ზუსტი ღირებულების დადგენა;ასევე, ვინ იცის, როდის დასჭირდებოდა, მაგალითისათვის მეპურეს ფეხსაცმელი, ხოლო მეწაღეს პური, რომ ერთმანეთში ეს საქონელი გაეცვალათ და ამ გზით მიღებული სარგებლით სრულად დაკმაყოფილებუიყვნენ. ამიტომაც აღნიშნავდა ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე(ძვ.წ.384-322), რომ „საჭიროა, ყველაფერი გაიზომოს ერთი რამის მეშვეობით“. საბოლოოდ ადამიანებმა გამოსავალი იმაში იპოვეს, რომ საქონლის შეძენის საშუალებად ბუნებაში შედარებით იშვიათი და მყარი ფასეულობის მქონე ლითონები – ოქრო და ვერცხლი გამოიყენეს. ხოლო მას შემდეგ, რაც გაცვლა ადგილობრივი ბაზრის საზღვრებს გაცდა და მის საყოველთაო ეკვივალენტად ოქრო და ვერცხლი იქცა, ეს ლითონები განსაკუთრებულ საქონლად ანუ ფულად გადაიქრმნა.
როდის და სად მოჭრეს პირველი მონეტები და რა პერიოდში იჭრებოდა ლითონის ფული საქართველოში?!
მონეტები პირველად მოიჭრა ლიდიის სამეფოსა (მცირე აზიის ნახევარკუნძულზე) და კუნძულ ეგინაზე, ძვ.წ. მეშვიდე საუკუნეში, ხოლო საქართველოში მონეტებს ძვ.წ. მეექვსე საუკუნიდან 1834 წლამდე ჭრიდნენ.

ქაღალდის ფული

ლითონის ფული მძიმეა და მისი დიდი რაოდენობით ტარება მოუხერხებელია. ამიტომაც მეჩვიდმეტე საუკუნიდან ადამიანებმა თავისი ოქროს შენახვა ბანკებში დაიწყეს და სანაცვლოდ ქაღალდის ნიშნებს იღებდნენ. ასე გაჩნდა ქაღალდის ფული, რომელიც მიმოქცევაში ოქროს და ვერცხლს ცვლის.
მას უშვებს სახელმწიფო, რომელიც თავად ადგენს ფულის ნოშნების ღირებულებას. ქაღალდის ფული ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი შეიძინა მად., უკრაინაში გრინვა, აზერბაიჯანში – მანათი, რუსეთში–რუბლი, სომხეთში–დრამი, ინგლისში ფუნტი(ქართულად გირვანქა–სტერლინგი) და ა.შ.
წყარო გ (აქ ფულის სურათბი)
რას ნიშნავს ფულის გადაცვლა.
ფულის გადაცვლა(კონვერტირება) შესაძლებელია ბანკებსა და ვალუტის გადასაცვლელ პუნქტებში, რომლებშიც დადგენილია სავალუტო კურსი. იგი არის იმ თანაფარდობის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც ხდება ერთი ვალუტის მეორეზე გადაცვლა.
ევროკავშირის ქვეყნები
ევრო ევროკავშირის მიერ შემოღებული ერთიანი ვალუტაა. იგი მიმოქცევაში 2002 ქლის 1 იანვარიდა შევიდა ევროკავშირის ქვეყანათა უმეტესობაში ეროვნული ვალუტა შეცვალა

საიდან მომდინარეობს დოლარის სახელწოდება?!

ბოჰემიაში (ჩეხეთის ძველი სახელწოდება) მდებარე მადნეულით მდიდა მტებში, ვერცხლის საბადოების დამუშავების შედეგად, ქ.იახიმოვის(გერმანულად იოახიმსტალის) მახლობლად 1518 წლიდან დაიწყეს მონეტების – იოახიმსტალერების ანუ ბოჰემური ტალერების(28გ.) მოჭრა. ჰოლანდიაში მათ დაალდერებს უქოდებდნენ, სკანდინავიაში–დალერებს, ინგლისში–დოლარებს. აქედან წარმოიშვა ამერიკული ვალუტის სახელწოდება.

საკრედიტო ბარათები

საკრედიტო ბარათი არის პლასტიკური ფირფიტა, რომლის მაგნიტუს ლენტზე შეყვანილია მფლობელის მონაცემები.იგი ბანკის მიერ გამოშვებულ სახელობით ფულად დოკუმენტს წარმოადგენს.საკრედიტო ბარათი არა მარტო ზღუდავს ქაღალდის ნიშნების(ბანკნოტების) ანუ ნაღდი ფული მიმოქცევას მოსახლეობაში, არამედ სხვა დადებითი მხარეებიც აქვს. მაგალითად უსაფრთხო მოგზაურო, ქურდობისა და დაყაჩაღებისაგან დაცულობა, ფულის აღებისა და მაღაზიაში განაღდების გამარტიბეული ოპერაციები და სხვ. ამ მიზნებს ემსახურება ბევრგან მათ შორის საქართველოში ქუჩებში დამონტაჟებული სპეციალური აპარატები – ბანკომატები.
ფული ეკონომიკაში რამდენიმე ფუნქციას ასრულებს კეძოდ იგი არის:
გაცვლის საშუალება
ღირებულების საზომი
სიმდიდრის შენახვის და დაგროვების საშუალება
გადახდის საშუალება





No comments:

Post a Comment