Monday, January 28, 2013

ფულის დაკარგვის ყველაზე უხერხული შემთხვევები,

image


ჰოლანდიაში ავტომობილის საყიდლად მიმავალმა გერმანელმა ფული მოგზაურობის დაწყებისას დაკარგა.შემთხვევით მან 11 ათასი ევრო უნიტაზში ჩარეცხა.ფული ჯიბიდან მას საპირფარეშოში შესვლისას ამოუვარდა.არშემდგარმა მძღოლმა ეს ამბავი კონდუქტორს აცნობა, რის შემდეგაც მათ მხოლოდ 4 ათასამდე ევროს პოვნა შესძლეს.

პაკისტანის ერთ-ერთმა მცხოვრებმა დაკარგა 33 ათასი რუპია (დაახლოებით 500 დოლარი)სახლიდან გაუსვლელად.ის თავის დანაზოგს ინახავდა საწერი მაგიდის უჯრაში.ერთხელაც, როდესაც მან ეს უჯრა გამოაღო შიგ მხოლოდ ბანკნოტის ნაკურწები დახვდა-ფული თაგვმა დაღრღნა.ამ ამბის შემდეგ პაკისტანელმა დაიფიცა, რომ შურს იძიებდა ყველა თაგვზე.

ნორვეგიის ერთ-ერთმა მოქალაქემ იყიდა მეორადი მანქანა.ამ მანქანით მან იარა დაახლოებით რვა წელი და არც წორმოედგინა თუ
რა ელოდა მას.ერთხელაც მან შეიხედა ავტომობილის საბარგულში და შემთხვევით აღმოაჩინა ფულით სავსე ქისა.როგორც გაირკვა ავტომობილის წინა პატრონს ეს ქისა საბარგულის მიუდგომელ კუთხეში დაემალა და დავიწყებოდა.ნაპოვნი პატრონს დაუბრუნდა.


პეკინელმა მოხუცმა საუზმეზე 2400 დოლარი შეიწვა.ეს ფული მან მიკროტალღურ ღუმელში შეინახა და მისი არსებობა დაავიწყდა. როდესაც მან ღუმელი ჩართო ფულმა წვა დაიწყო.მან მხოლოდ 600 დოლარის გადარჩენა მოასწრო.






No comments:

Post a Comment