Monday, January 28, 2013

$



ფული — ფული საქონელბრუნვის საშუალებაა; ის წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დამაკავშირებელი კონკრეტული სახმარი ღირებულებაა. კლასიკური პოლიტეკონომიკური აღქმით ფული და ვალუტა სინონიმებია. ფული საქონლის ეკვივალენტია, შეფასებითი კატეგორიაა.
ტერმინი „ფული“ ეტიმოლოგიურად, ანუ სიტყვის წარმოქმნის ასპექტით, დაკავშირებულია ბიზანტიურ ფოლისთან – სპილენძის სამონეტო ერთეულთან. ზოგადი მნიშვნელობა კონკრეტულმა სახელმა მოგვიანებით შეიძინა.
როგორი უნდა იყოს საქონლის ეკვივალენტი? მაქსიმალურად ტრანსპორტაბელური და სტაბილური, რაც უდრის მის მაღალ სახმარ ღირებულებას და იშვიათობას. მეტალები – ოქრო და ვერცხლი სწორედ ამ ტიპისაა. ძვირფასი ლითონების კატეგორიის ჩამოყალიბება ამა თუ იმ ეკონომიკური კომპლექსის სოციალურ–ეკონომიკური პროგრესის შედეგია. ვერცხლი და ოქრო არამწარმოებლური სახმარი ღირებულებაა, თავდაპირველად მათ არც კი ამუშავებენ. კომერციულმა საჭიროებამ, ფერადი მეტალურგიის ამ დარგებისათვის მინიმალური სოციალური კადრების გამოყოფის შესაძლებლობამ, კონკრეტული უჟანგავი ნივთიერებების ასოციაციამ უკვდავების აქტუალურ იდეასთან წარმოშვა სწორედ მათი სპეციფიკური ღირებულებითი აღქმა. მანამდე კი სასაქონლო ეკვივალენტის როლს აუცილებელი სახმარი ღირებულება ასრულებდა – მსხვილფეხა პირუტყვი, საწარმოო ან საბრძოლო იარაღი, ბეწვეული და სხვ. ნეოლითის ეპოქის მწარმოებელი სოციალური ელემენტი, გარკვეულწილად, უნივერსალია – ის ერთდროულად მიწათმოქმედია, მესაქონლეც, ხელოსანი; ახორციელებს პრიმიტიულ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, სასამართლო ხელისუფლებას. შემდგომი სოციალური ისტორია ამ ფუნქციების ეტაპობრივი აბსტრაჰირება – გამოყოფაა. ადრეული მეტალების ხანაში კი ყალიბდება ეკონომიკურ – გეოგრაფიული სისტემები მიკრორეგიონალური სპეციალიზაციით; სხვა სიტყვებით, ადგილი აქვს საქონელბრუნვის დაფუძნება – გენეზისს. მწარმოებლის საწარმოო პროცესიდან მოწყვეტა არ იყო სასურველი. სამხარეთაშორისო ეკონომიკური მიმართებების რეალიზაციისათვის იქმნება სპეციალური სოციალური ფენა – ესენი ვაჭრები არიან. ამ კატეგორიის და სასაქონლო ეკვივალენტის გენეზისი სინქრონული პროცესია.
სასაქონლო ეკვივალენტის ადრეული სტადიის ნიმუშები ქართულ სინამდვილეში ასეთია: 1) მსხვილფეხა პირუტყვი; ეს კარგად ჩანს თუნდაც იქიდან, რომ ტერმინი „ხვასტაგი“ აღნიშნავდა ფულსაც და რქოსან საქონელსაც. 2) კოლხური ბრინჯაოს ცულები (ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურული). ისინი გვხვდება განძის სახითაც, ეს ფაქტი საოცრად ნიშანდობლივია, ე. ი. სასაქონლო ეკვივალენტის ფუნქციას კონკრეტულ ეტაპზე სპილენძის სასაქონლო მარაგი ასრულებს. გათვალისწინებულია რა ეკვივალენტის ბრუნვის სისწრაფე, სპილენძის ფაქტურისაგან დამზადებული სახმარი ღირებულებების მხოლოდ ერთი ნაწილია ფული – ცულები; ზოგჯერ, ალბათ, ბეჭდებიც და ა. შ. 3) საწმისი, ანუ ცხვრის ტყავი მატყლითურთ. ვალუტად ქცეული კონკრეტული ფორმა უკვე ოქროს საწმისია – კოლხთა დიდების სიმბოლო. სპილენძის ორმაგი ცული, თუ საწმისი მიკენური სასაქონლო ეკვივალენტია, რაც ძალზე სიმპტომატური მომენტია.
სავალუტო ფენომენის გენეზისი სასაქონლო ეკვივალენტის ტონაჟს სერიოზულად ამცირებს, ყოველივე საოცრად მოსახერხებელი იყო. საცალო ვაჭრობის შეფარდებითად განუვითარებლობამ კი ძვირფასი მეტალის ზრდის კატეგორიას მიანიჭა თავდაპირველ ეტაპზე უპირატესობა. პროგრესს კონკრეტული კუთხით მონეტის, ანუ ჭრილი ფულის, სამონეტო საქმის გენეზისამდე მივყავართ. ელინური კუნძული ეგინა და მცირეაზიური ქვეყანა ლიდია სამონეტო საქმის პიონერებადაა მიჩნეული. ამ რევოლუციას კი ადგილი ჰქონდა ძვ. წ. VII ს–ში. სამონეტო ფაქტურა ჯერ, ძირითადად, ვერცხლია. ამას თავისი მიზეზები გააჩნდა. კონკრეტული მეტალი ყოველთვის სავალუტო მარაგის უმეტესი ნაწილია. წარმოების ევოლუციის შეფარდებითად დაბალ საფეხურზე კი ოქროს შეფარდებითად მაღალი კურსი საზოგადოებრივი პროდუქტის განაწილების სფეროში რიგ სირთულეს გამოიწვევდა. მართლაც, როგორ უნდა გადანაწილდეს მოგება წარმოების საორგანიზაციო და საკუთრივ მწარმოებლურ ფუნქციებს შორის, თუ ჩვეულებრივი ზომის მონეტის კურსი შეფარდებითად მაღალია, მწარმოებლის წილი კი საოცრად დაბალი?! განა ასეთ კონიუნქტურას არ სჯობია უფრო დაბალი კურსის ვერცხლის ექსპლუატაცია?! სტიმულის კატეგორიის ეტაპობრივი ზრდა თვისებრივი და უფრო მოხერხებული, მცირემასშტაბიანი ოქროს მონომეტალიზმით სრულდება, რაც თანამედროვე დემონეტიზაციის, ანუ საკრედიტო ფულის სისტემის, პრინციპია. საერთო დიალექტიკური სურათი კი ასეთია: 1) ვერცხლის მონომეტალიზმი; 2) ბიმეტალიზმი; 3) ოქროს მონომეტალიზმი.

სქოლიო [რედაქტირება]


                                                                           ფულის ისტორია



იდეა ღირებულების საზომი ერთეულების შექმნის შესახებ ადამიანებს უძველეს დროში გაუჩნდათ. იდეის განსახორციელებლად შემოიღეს ღირებულების საზომი ერთეულირომელსაც უწოდეს ფული. ფულმა ათასწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი სახეცვლილებები განიცადა და რაღა თქმა უნდა მისი დღევანდელი სახე აბსოლუტურად განსხვავდება პირველი ფულის პროტოტიპისაგან.

სექციების სია

  [დამალვა

ფულის წარმოშობა [რედაქტირება]

ფულს ისევე დიდი ხნის ისტორია აქვს, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციასსაუკუნეების სვლასთან ერთად ფულადი ერთეულებიც მუდმივად იცვლებოდა. მას ცალკეულქვეყანაში თავისი ისტორია აქვს და თითოეული თავისთავად უნიკალურია.
თავდაპირველად ეს იყო უბრალოდ ნატურალური გაცვლა. ადამიანების პირველყოფილი საქმიანობის – ნადირობისა და შემგროვებლობის, უფრო ეფექტური საქმიანობით ჩანაცვლებამ განაპირობა გაცვლის საჭიროება ერთი საქონლისა მეორეზე, რომელიც დღემდე "ბარტერის" სახელით შემოინახა.
გასაცვლელი საქონლის სახეობების ზრდამ. მისმა მალფუჭებადობამ და დროითმა დანაკარგებმა განაპირობეს ნატურალური გაცვლითი ოპერაციების გართულება. კომპანიონისმოსაძებნად, რომელსაც აწყობდა შემოთავაზებული საქონლის თავისაში გაცვლა, იკარგებოდა დიდი დრო. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ადამიანებს ვეღარ აკმაყოფილებდათ საქონლის ნატურალური გაცვლა ანუ ბარტერი და გადაწყვიტეს მოეფიქრებინათ ისეთი უნივერსალური გადახდის საშუალება, რომლის სანაცვლოდაც შესაძლებელი იქნებოდა მიეღოთ ნებისმიერი სახის საქონელი და მომსახურება.
მოიფიქრეს და განახორციელეს კიდეც. ეს საშუალება იყო – ფული.

სასაქონლო ფული [რედაქტირება]

Cypraeamoneta.jpg
ფულის ლათინური დასახელება pecunia მოდის სიტყვა pecus-იდან, რაც ნიშნავს ნახირს. მაშინ, როცა თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე ჩვ.წ–მდე 1000 წელს ფულის ერთეული იყო ძროხა, ჩრდილოელი ხალხისთვის ამ ფუნქციას ირემი ასრულებდა. სხვადასხვა ერები სხვადასხვა ეპოქაში აღიარებდნენ ფულის ერთეულად ისეთ განსხვავებულ საგნებს, როგორებიცაა მაგ: სპილოს ძვალი, ქვა, ცხოველის ბეწვი, ოპიუმი, კაკაო, მარგალიტები და ა.შ. განსაკუთრებით ცნობილია აგრეთვე ნიჟარები,ბევრისთვის კი ღირებულებისა და გადახდის საზომი იყო მონა. მაგრამ ასეთ ფულს ჰქონდა უამრავი მინუსი. შეუძლებელი იყო ბევრი მათგანის დაყოფა (მაგ:ძროხის) და გადაზიდვა (მაგ:ქვების). სიმძიმისა და მალფუჭებადობის გამო ვერ ხერხდებოდა მათი რამდენჯერმე გამოყენება. ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მაინც ის იყო, რომ ასეთი ფულის მოპოვება და შენახვა დიდ დროით და ფიზიკურ დანახარჯებს საჭიროებდა. ამიტომ კაცობრიობამ გამოიჩინა საღი აზრი და გამოიგონა უფრო მეტად კონვერტირებადი, უფრო იოლად გადაზიდვადი და უფრო ხანგრძლივად მოხმარებადი გაცვლის საშუალება – ვიდრე ნატურალური ფული –მონეტები.

მონეტები [რედაქტირება]


უძველესი მონეტები
ითვლება, რომ ყველაზე პირველად მონეტები გამოჩდნენ ჩინეთსა და ძველი ლიდიის სამეფოში ძვ.წ VII საუკუნეში. დაახლოებით 500 წელს კი, ჩვენს ერამდე, სპარსეთის მეფე დარიოსმა მოახდინა "ეკონომიკური რევოლუცია" თავის სახელმწიფოში, შემოიღო რა მონეტები ოფიციალურ გაცვლის ერთეულად და ჩაანაცვლა ამით ბარტერი. მონეტები სწრაფად გავრცელდა მეზობელ, ბარბაროსულ ტომებში, მოგვიანებით კი – უფრო შორსა და შორს. იმ დროისთვის მონეტების ბეჭვდის სახსრები და შესაძლებლობები მხოლოდ მდიდარ მიწათმფლობელებსა და მონასტრებს ჰქონდათ. თავიდან მონეტები მხოლოდ ოქროსი, ვერცხლის ან მათი შენადნობის იყო.
მაგრამ მალე ძვირფასი ლითონების სიმცირემ განაპირობა მონეტების სპილენძისა და ბრინჯაოსაგან გამოჭედვა. მათ არ გააჩნდათ "შინაგანი" ფასეულობა, განსხვავებით ძვირფასი ლითონებისაგან, არამედ მათზე დატანილი იყო ღირებულების აღმნიშვნელი შესაბამისი ნიშნები.

თანამედროვე მონეტები
თითქმის ყველა მონეტაზე გაარჩევდით წინა მხარეს – ავერსს და უკანა მხარეს – რევერსს. ყოველი ეპოქა გარკვეულ ნაკვალევს ტოვებდა მონეტების გამოსახულებაზე. უძველეს მონეტებზე შეამჩნევდით მხოლოდ უბრალო ჩაღრმავებებს. ჩვენს ერამდე V საუკუნიდან კი მონეტებზე გამოჩნდა ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები და ასოები (ასოებით გამოსახავდნენ ქალაქების ინიციალებს, სადაც იბეჭდებოდნენ ისინი). ხოლო ზემოთნახსენებმა დარიოსმა, პირველად ისტორიაში, ოქროს მონეტებზე თავისი სახე გამოაჭედვინა. ამის შემდეგ კი მონეტებზე სახავდნენ დიდებულების, გმირების, ისტორიული მოვლენების და ბევრ საინტერესო ფაქტებს.
P.S. მონეტები ხურდა ფულის სახით დღესაც აქტიურად გამოიყენება სავაჭრო–საფინანსო სისტემაში.

ბანკნოტები [რედაქტირება]

USCurrency Federal Reserve.jpg
პირველი ქაღალდის ფულის პროტოტიპი შეიქმნა ჩინეთში ჯერ კიდევ IX საუკუნის დასაწყისში. დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები დიდ თანხებს მოითხოვდნენ, ამიტომ იმპერატორმა დააბეჭვდინა მაღალი ხარისხის ქაღალდი, რომელზეც დატანილი ნიშნებით იგი 10000 სპილენძის მონეტის მაგივრობას სწევდა. ხოლო მასიურად ბანკნოტების ბეჭდვა დაიწყო 1024 წელს, რადგანაც ომის დასაფინანსებლად დიდი სახსრები იყო საჭირო. ამას მონეტები ვერ უზრუნველყოფდნენ, მათი სიმცირისა და ძნელად ტრანსპორტირებადობის გამო. მარკო პოლო წერდა, რომ: ქაღალდის ფულის გამოშვება - ეს ახალი შესაძლებლობაა იმ მიზნის მისაღწევად, რომლისკენაც ასე დიდი ხანი მიისწრაფვოდენენ ალქიმიკოსები. ამ მოსაზრების საბაბი მიუცია 1276 წელს ჩინეთში მოგზაურობისას შეხვედრილ იმპერატორულ ბანკნოტებს, რომლებიც გამოიყენებოდა, როგორც საყოველთაო გადახდის საშუალება. ჩინგიზ-ხანის მართველობა ამ კუპიურებს თავისუფლად ცვლიდა ოქროზე.
ევროპაში ბანკნოტები შედარებით გვიან გამოჩნდნენ. 1661 წელს სტოკჰოლმის, კერძო, საემისიო ბანკმა დაბეჭდა პირველი ოფიციალური ბანკნოტები ევროპაში. იქამდე კი ევროპელები იყენებდნენ - ვექსელს. ეს არი მოკლე ან გრძელვადიანი ხელშეკრულება ორ მხარეს შორის, რომელიც მის(ვექსელის) გამცემს ავალდებულებს დათქმულ დროს წინასწარ შეთანხმებული თანხის გადახდას.
აღსანიშნავია ასევე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ბანკნოტებს პერიოდულად უშვებდნენ და შემდეგ იღებდნენ სავალუტო სისტემიდან. მიზეზი ამისა იყო ის, რომ, როცა მთავრობას ფული სჭირდებოდა, დიდი რაოდენობით ბეჭდავდა ფასიან ქაღალდებს, რაც მოკლე ხანში იწვევდა ჰიპერინფლაციას და იძულებულნი ხდებოდნენ კვლავ მეტალს დაბრუნებოდნენ.
1945 წელს მეორე მსოფლიო ომით გამოწვეული კრიზისიდან გამოსასვლელად და საერთაშორისო ეკონომიკური სისტემისთვის სტიმულის მისაცემად, ბრეტონ-ვუდსში შეიქმნა ე.წ. ბრეტონ-ვუდსის სისტემა, რომელმაც გამოიწვია საერთაშორისო სავაჭრო და საგადასახადო სისტემაში, ამერიკული დოლარის ‘’გაბატონება”. სადაც 1914 წლამდე ინგლისურ სტერლინგს ლიდერის პოზიცია ეკავა,
1971 წლამდე ბანკნოტების მფლობელებს ჰქონდათ უფლება, ქაღალდის ფული ნებისმიერ დროს გადაეცვალათ ბანკში ოქროზე საბაზრო ფასის შესაბამისად (ოქროს სტანდარტი). ეს გულისხმობდა, რომ ბანკის სარდაფში იმდენი ოქრო უნდა ყოფილიყო შენახული, რა ღირებულების კუპიურებიც ჰქონდა მას ემისირებული. 1971 წელს კი საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ბანკნოტებმა ეს უფლება დაკარგეს. თუმცა, ზოგიერთმა ქვეყანამ ეს პროცესი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ განახორციელა. იქედან მოყოლებული დღემდე ქაღალდის ფული არც ერთ ლითონზე არაა მიბმული და თავისუფლად ცურავს მსოფლიო სავალუტო სისტემაში.










No comments:

Post a Comment